მოგეხსენებათ, განსაკუთრებით უკანასკნელი 3000 წელია რაც ქართველ ხალხს მრავალ მტერთან უწევს გამკლავება. ეს დაპირისპირება დამაზიანებელია არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ იდეოლოგიური მიმართულებით უფრო, რადგან საუკუნებრივ თაობათა ცვლაში უფრო და უფრო იმალება და იკარგება (ნადგურდება) ნამდვილი ქართული ისტორია.
დღეს კი იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა მტრის ავსიტყვურმა მოქმედებებმა, რომ მიწის სულ მცირე ნაგლეჯს შემორჩენილები ძლივსღა ვიცავთ თავს და კიდევ აქეთ მტკიცება გვიწევს, რომ ეს მცირე შემონარჩენი მიწა ნამდვილად ჩვენია.
სამწუხაროა, მაგრამ მტერი რაც არ უნდა ძლიერი და ბოროტი იყოს არ შეიძლება მხოლოდ მას დავაბრალოთ ჩვენი უბედურება. თუ საკუთარ თავში ვიპოვით ძალას და ნებისყოფას, რომ დიდი ერი და დიად კაცთაგანნი ვართ აუცილებლად გაქარწყლდება მტრის ყოველი ბოროტი მოქმედება.
დღევანდელ დროში მხოლოდ სწავლულ–ნასწავლობა ან ინფორმირებულობა ვერ განსაზღვრავს ადამიანის მაღალ შეგნებას, რადგან სწორედ ამ ინფორმაციულ მასიურობასა და განუკითხაობაში იკარგება რეალობა რომელიც საკუთარ თვას შეგვამეცნებინებს. დღეს საკუთარ თავს შევიმეცნებთ სხვათა გადმოსახედიდან და არა შინაგანი ჩაღრმავებიდან. საკუთარ სახელსაც კი იმას ვირქმევთ რასაც გვეძახიან და არა იმას რაც დაბადებიდან გვქვია. ჩვენსკე მომართულ შეცდომას არავის ვუსწორებთ იმ გულუბრყვილო კაცთმოყვარეობით რომ ვინმეს რამე არ ვაწყენინოთ, რადგან ყველა ჩვენნაირი გულწრფელი და კაცთმოყვარე გვგონია, არადა სამყაროში მემგონი მატოდმარტოთაგანი ქრისტიანებიღა დავრჩით. ყოველი მხრიდან უბედურებას მდუმარედ და მოთმინებით ვიტანთ, იმის ნაცვლად რომ საკადრისი პასუხი გავცეთ მტერსაც და მოყვარესაც.
ამგვარი მოქმედებებით, ჩვენშივე, ბევრ ჩვენთაგანს დაუმახინნჯდა ის საამაყო არსი რითაც ქართველი ყოველთვის ამაყობდა. ამგვარმა სიმახინჯეებმა, „საზოგადობრივი“ აზრის მრისხანეობამ და „თავისუფალმა სივრცემ“ თავის თავში ჩაკეტა ბევრი ჩვენთაგანი და კომპლექსების გროვად აქცია, რაც შინაგანის წინააღმდეგობით სახე და ზნედაკარგულობით გამოიხატება.
ერთის მხრივ ჩვენში გაჩნდა "საზოგადოება" რომელიც ყოველდღიური წარმავლობით წარმავლობს,... და სრულ აგონიაშია, ხოლო მეორეს მხრივ ყოველდღიურობის განმეორებით (რუტინით), ყოველგვარ რწმენას მოკლებული, ყოველგვარ თავისას ვერ სცნობს და გმობს. საკუთარი უსუსურობის მიზეზი ყველაფერი „თავისა“ გონია.
ყოველდღიური იგივეობით გამწარებული მზად არის მტრისა დაიჯეროს და საკუთარი ერის ხმას ყურიც არ ათხოვოს. ამგვარად ყველაზე დიდ ჭირად ეს შემოგვიხიზნეს, შეგვაჩვიეს, რომ საკუთარი თავი არასრულფასოვნების კომპლექსით შევიპყროთ და მხოლოდ სხვისი მიმბაძველები ვიყოთ.
ამგვარ ადამიანს არ უნდა საკუთარი წარმომშობი ერის რაიმე დადებითის და სინათლის გააზრება, მეტიც, ისაც კი აღიზიანებს სხვა თავისიანი თუ ამაყობს საკუთარი ერით. ეს საკუთარი უსუსურობის ამონთხევა და გამოვლინებაა, თუმცა ყოველი თავისიანის მგესლავი საკუთარი სისხლის მგესლავია და საერთოსთან ერთად ყველა–თითვეული იწამლება საბოლოოდ. ამ ყოველივის წამლად კი რწმენა და მიხვდომაა, რომელიც წესით ოდითგანვე მოგვდგამს ქართველებს.
ხშირად გვმართებს დაფიქრება რომ ენა დავაყოვნოთ, რათა აზრობრივად მეტყველებდეს. ცარიალ სიტყვის თქმის მაგიერ ყოველ სიტყვას აზრი დავაყოლოთ, რომ უნებურად სხვათა აზრს აყოლილებმა საკუთარ სახლს და ქვეყანას არ მივაყენოთ ზიანი.
წამკითხავიდან ბევრი იფიქრებს რომ განა რა საჭიროა ამ სურათზე ამდენი რამის თქმა და მოყოლება, მაგრამ საჭიროა ყოველ ჯერზე ერთმანეთს შევახსენოთ რწმენა, რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა.
რაც შეეხება ამ სურათს...⇧
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ინტერნეტში ხშირად ვრცელდება (გავრცელებულია) საქართველოს ისტორიის იმგვარი დამახინჯებები რომ უნებლიედ ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადში“ ნათქვამი მახსენდება „ქედს გადმოღმა ლამის ჩვენი სახსენებილიც კი დაკარგონო“ – ხოდა ამგვარი უსამართლობა დღეს მასიური და აშკარაა.
ინტერნეტში ვრცელდება რუკები (სახელდახელოდ უნიჭოდ ნაკეთები) რომელთაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეზე დიდ მავნებლობას იჩენს რუსულ–სომხური ერთიანი ძალები და აზერბაიჯანული ჯგუფები თურქების წაქეზებით. ეს უმსგავსობა იქამდეც კი მივიდა რომ უამრავი სტატია იწერება ქართულ ენაზეც კი სადაც ჩვენი ქვეყნის როლი და მიღწევები დამცრობილია (ვიკიპედია ხომ სავსეა ამგვარი ტყუილებით). ბევრისთვის კი ფაქტობრიობის დასაჯერებლად მხოლოდ სურათის (რუკის) ნახვაც და „ვიკეპედიაც“ საკმარისია. ინტერნეტში გავრცელებული საქარათველოს ისტორიული რუკების უმეტესობა დამზადებულია არაქართველების მიერ, რასაც გულუბრყვილოდ მერე სხვა „ქართველნიც“ (ნამდვილი ქართველი ერთი თვალის შევლებითაც კი მიხვდება ტყულს) აზიარებენ.
ამ რუკაზე კი მოცემულია საქართველოს კუთხეების (მხარეების) განლაგება, რომელიც ბოლო 500 წლის მანძილზე კიდევ რჩებოდა ჩვენს საქართველოს (ქართული სამეფოების) შემადგენლობაში... და ზუსტად ამ ბოლო 500 წლის მანძილზე მტრის წაქეზებით და უღირსთა აყოლით ნელ–ნელა, თითოობით დავკარგეთ მათგან ვრცელნი და უმეტესნი, დავკარგეთ და ბევრმა ეგებ დაივიწყეთ კიდეც. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთვლი საჭიროდ, მნახველის თვალებს შევახსენო ის მცირე შემორჩენილი მიწის ნაგლეჯი, რომელიც ბოლო 500 წლის მანძილზე მტრებში უანგაროდ დაგვირიგებია. სამწუხარო კი ის არის რომ ბევრის დაკარგვის ფასად საკადრისი, საკმარისი სისხლიც კი ვერ გავიღეთ, თორე ყველა დაკარგული დაბრუნდება.